價格:免費
更新日期:2018-09-28
檔案大小:4.5M
目前版本:1.0.9
版本需求:Android 4.2 以上版本
官方網站:http://www.geocell.ge
Email:geocellandroid@gmail.com
聯絡地址:隱私權政策
აპლიკაცია VICI, არის ინოვაციური ლოალურობის პლატფორმა ჯეოსელისგან, რომლის მიზანია წაახალისოს სტუდენტები, გაზარდოს მათი მოტივაცია და სწავლის საშუალო დონე უნივერსიტეტებში, სპეციალურად სტუდენტებზე მორგებული ბონუს სისტემის საფუძველზე.
▶ პლატფორმის ფუნქციონალი შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან:
1. შეფასების სისტემა;
2. საჩუქრები და ბონუს სისტემა;
3. აპლიკაცია და ვებ ინტერფეისი.
▶ შეფასების სისტემა
პლატფორმა სპეციალური პროგრამაა, რომელიც სტუდენტის ნებართვით უკავშირდება უნივერსიტეტის ბაზას, მოაქვს შეფასებისთვის საჭირო ინფორმაცია და მიღებული ინფორმაციით ავტომატურ რეჟიმში ითვლის სტუდენტის აკადემიური მოსწრების რეიტინგს აპლიკაციის მომხმარებლებს შორის.
✪ საჩუქრები და ბონუს სისტემა;
მთელი წლის განმავლობაში ჯეოსელისგან ბონუსები გაიცემა შემდეგი პრინციპის საფუძველზე:
✔აპლიკაციაში რეგისტრაციაზე:
ყველა სტუდენტს, რომელიც ჩამოტვირთავს აპლიკაციას და დარეგისტრირდება, ჯეოსელისგან მიიღებს 1.2 GB ინტერნეტს, ერთი თვის ვადით.
✔ საუკეთესო აკადემიური მოსწრების სტუდენტები:
ტოპ 10%-ში შემავალი სტუდენტები ჯეოსელისგან მიიღებენ 1.2 GB ინტერნეტს, შემდეგ 40%-ში შემავალი სტუდენტები - 500 mb.
✔ სტუდენტები, რომლებმაც გააუმჯობესეს წინა ნიშანი:
სტუდენტები, რომლებმაც სულ მცირე 10% გააუმჯობესეს თავისი წინა ნიშანი მიიღებენ 1.2 GB ინტერნეტს.
ბონუსები დაერიცხებათ ყოველ თვე, მომდევნო შეფასების მიღებამდე და რეიტინგის თავიდან შედგენამდე.
მონაცემების დამუშავების შედეგად, სტუდენტები დაინახავენ თავიანთ ადგილს ზოგადი აკადემიური მოსწრების შკალაზე, რაც მათ უკეთესად სწავლის მოტივაციას გაუჩენს. ამასთანავე, ე.წ. გემიფიკაციის ელემენტების, ანუ იგივე PBL სისტემის (Points, Badges, Leaderboard) საშუალებით, პლატფორმა დამატებით წაახალისებს სტუდენტებს სხვადასხვა მიღწევებისთვის.
● სტუდენტი ხედავს მხოლოდ საკუთარ შედეგებს, არავის აქვს წვდომა სხვის მონაცემებზე.
● იმისათვის, რომ სტუდენტმა მიიღოს საჩუქრები და ბონუსები, უნდა იყოს ჯეოსელის აბონენტი.